პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე უარს ამბობს – IRNA

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC)ირანის სამთავრობო მედია, IRNA აცხადებს, რომ იანმა ისლამაბდში აშშ-სთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვაზე უარი თქვა.
"ირანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მისი უარი გამომდინარეობს, როგორც მან უწოდა, ვაშინგტონის გადაჭარბებულ მოთხოვნებიდან, არარეალისტური მოლოდინებიდან, გამეორებული ურთიერთწინააღმდეგობებიდან და მიმდინარე საზღვაო ბლოკადიდან, რომელსაც ის ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად მიიჩნევს". - წერს IRNA.
მანამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში ცეცხლის გახსნით სრულად დაარღვია და მისი წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის ისლამაბდში მიემგზავრებოდნენ.
ტრამპი: თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს, ყველა ხიდსა და ელექტროსადგურს გავუნადგურებთ
"ისინი სწრაფად დათმობენ, მარტივად დათმობენ და, თუ არ მიიღებენ შეთანხმებას, ჩემთვის იქნება პატივი გავაკეთო ის, რაც უნდა გაკეთდეს და რაც სხვა პრეზიდენტებს უნდა გაეკეთებინათ ბოლო 47 წლის განმავლობაში. დროა დასრულდეს ირანის მკვლელი მანქანა!" - დაწერა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.