ირანი ამ ეტაპზე არ გეგმავს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელებას

7
ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა მანამდე სახელმწიფო მედიით გავრცელებული ცნობა, რომ არ გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მეორე რაუნდში მონაწილეობას.
საუბარია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე. პირველი 11-12 აპრილს გაიმართა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში და წინასწარი ინფორმაციით, ამ კვირაში უნდა გაგრძელებულიყო.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა:
,,ამ დროისთვის არ გვაქვს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გეგმები და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დიპლომატიისა და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადებების მიუხედავად, აშშ ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც არანაირად არ მიუთითებს დიპლომატიური პროცესისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე.“

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!