არქივი21 მაისი, 2024, 01:06
ირანის ყოფილი საგარეო მინისტრი: პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი აშშ-ს სანქციებია
ირანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ს სანქციები დაასახელა. ჯავად ზარიფის თქმით, საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე აშშ-ს სანქციებმა ირანის პრეზიდენტის და მისი თანამგზავრების მოწამეობრივი სიკვდილი გამოიწვია.
ჯავად ზარიფის თქმით, აშშ-ს დანაშაული ისტორიაში და ირანელი ხალხის მეხსიერებაში დარჩება და ირანელი ხალხი ამ სირთულეს გადალახავს.
პრეზიდენტის ვერტმფრენი 19 მაისს ირანის ჩრდილოდასავლეთ პროვინციაში ჩამოვარდა და დაიწვა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.