ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანში მომხდარი კატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის სანქციებია

ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის ავია კატასტროფაში დაღუპვის ერთ-ერთ მიზეზი აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციებია.
ჯავად ზარიფის მტკიცებით, ირანის პრეზიდენტის და მისი თანამგზავრების მოწამებრივი სიკვდილი საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.
“აშშ-ის დანაშაული ჩაიწერება ირანელი ხალხის მეხსიერებასა და ისტორიაში“, - ციტირებს ირანული მედია ზარიფს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.