ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ

ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე "სიცოცხლის ნიშნები" არ შეინიშნება. პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.
გამოცემა Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ "პრეზიდენტი რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდნის შედეგად სრულად დაიწვა [...] სამწუხაროდ, ვშიშობთ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა".
"ჩვენ ვხედავთ, რომ ჩამოვარდნის ადგილი და ვითარება კარგად არ გამოიყურება" - განუცხადა სამთავრობო მედიას წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, "ჩამოვარდნის ადგილის აღმოჩენასთან ერთად, ვერტმფრენის მგზავრებს შორის სიცოცხლის ნიშნებს ვერ მივაგენით".

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.