ირანის პრეზიდენტი – ისრაელს სურს, ირანის კონფლიქტში ჩართვის გზით, ახლო აღმოსავლეთი ომში ჩაითრიოს, რომლის შედეგები შეუქცევადი იქნება

ისრაელს სურს, ახლო აღმოსავლეთი სრულ ომში ჩაითრიოს ირანის პროვოცირებით, ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის კონფლიქტში ჩაერთოს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში განუცხადა, სადაც ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა.
„ჩვენ არ გვინდა ვიყოთ არასტაბილურობის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში, რადგან მისი შედეგები შეუქცევადი იქნება. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიანად, არ გვინდა ომი. სწორედ ისრაელია ის, ვინც ყოვლისმომცველი კონფლიქტის შექმნას ცდილობს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ირანი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტში, პეზეშკიანმა უპასუხა, რომ ირანი დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც იცავს თავის უფლებებს და საკუთარ თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?