ირანის პრეზიდენტი: ლიბანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება შეიძლება რეგიონულ ომში გადაიზარდოს

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ ისრაელის საჰაერო კამპანია აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი ჰეზბოლას თავდასხმების საპასუხოდ მის ტერიტორიაზე, სამხრეთ ლიბანის მხრიდან, “შეიძლება რეგიონულ ომში გადაიზარდოს”.
ფეზეშქიანმა, რომელიც ივლისის არჩევნების შემდეგ გახდა ირანის პრეზიდენტი, CNN-ისკორესპონდენტს, ფარიდ ზაქარიას, ინტერვიუში, რომელიც 23 სექტემბერს გავიდა ეთერში, განუცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს ჰეზბოლას, რადგან დაჯგუფება “მარტო ვერ გაუძლებს” თავდასხმებს. “ნამდვილად არსებობს იმის საფრთხე, რომ (ლიბანში) განვითარებული მოვლენების ცეცხლი მთელ რეგიონს მოედოს”, განაცხადა მან სპარსულ ენაზე მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შემდეგ ინგლისურად ითარგმნა.
ლიბანის მთავრობის მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულთა შორისაა 50 ბავშვი და 94 ქალი. დაჭრილია 1835 ადამიანი.
ირანი დიდი ხანია აფინანსებს ჰეზბოლას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…