ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტი - უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის მხარი არასდროს დაგვიჭერია

ირანის პრეზიდენტი - უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის მხარი არასდროს დაგვიჭერია

უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის მხარი არასდროს დაგვიჭერია, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ევროპელებთან და ამერიკელებთან დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის დავსხდეთ. ჩვენ უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის მხარი არასდროს დაგვიჭერია“, - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს აშშ-მა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. უკრაინამ, ევროკავშირმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესეს. ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას რუსეთისთვის რაკეტები არ გადაუცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.