ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ჭეიშვილი: რა ვიცი, სააკაშვილის დროს ყოველ კვირას ცვლიდნენ მინისტრებს და ესე ატრიალებდნენ მინისტრებს, ყველა მინისტრი ყველა თანამდებობაზე ნამყოფი იყო და ეგ არ გიკვირდათ

ირაკლი ჭეიშვილი: რა ვიცი, სააკაშვილის დროს ყოველ კვირას ცვლიდნენ მინისტრებს და ესე ატრიალებდნენ მინისტრებს, ყველა მინისტრი ყველა თანამდებობაზე ნამყოფი იყო და ეგ არ გიკვირდათ
"თქვენ რომ გკითხოს ადამიანმა, არც ერთი მიმართულებით არაფერი არ კეთდება ქვეყანაში. არც უსაფრთხოების კუთხით, არც ეკონომიკური... რა არის აქ გასაკვირი რომ როტაცია მოხდა წელიწადში ორჯერ? რა ვიცი, სააკაშვილის დროს ყოველ კვირას ცვლიდნენ მინისტრებს და ესე ატრიალებდნენ მინისტრებს, ყველა მინისტრი ყველა თანამდებობაზე ნამყოფი იყო და ეგ არ გიკვირდათ და ის, რომ ახლა წელიწადში ერთხელ, თუნდაც ორჯერ შეიცვალოს, პირიქით, ეგ არის კარგი წინსვლისთვის და განვითარებისთვის ყოველთვის" | ამბობს ოცნების დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ბოლო 1 წელში, სუს-ის 2 უფროსის გამოცვლაზე.
🔴 მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსობიდან 8 თვის შემდეგ, გასულ კვირას მოხსნეს. მანამდე ამ თანამდებობას ანრი ოხანაშვილი 5 თვე იკავებდა.
წესით, სუს-ის ხელმძღვანელს პარლამენტი 6 წლის ვადით ამტკიცებს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.