ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ჩიქოვანი - დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი, რათა გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ

ირაკლი ჩიქოვანი - დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი, რათა გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ამომრჩევლებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
აღნიშნული განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან ზუგდიდში, 1-ელ საარჩევნო უბანზე გააკეთა, მას შემდეგ რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„საარჩევნო კამპანია დასრულებულია. დღეს არის არჩევნების დღე. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი იმისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენ ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.