ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, უღმერთობასა და სულიერებას შორის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა, ქუდზე კაცი დაირაზმოს

შალვა პაპუაშვილი - დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის, უღმერთობასა და სულიერებას შორის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა, ქუდზე კაცი დაირაზმოს

დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის - ყველა, ქუდზე კაცი უნდა დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის 12-წლიანი მშვიდობის გარანტი.
„ქართული ოცნება“ ეს არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს. ვინაიდან დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. დღეს არის არჩევანი უღმერთობასა და სულიერებას შორის. დღეს არის არჩევანი, რომელიც იშვიათად უდგება ხოლმე ჩვენს ხალხს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა, ქუდზე კაცი დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ ქვეყანაში 12-წლიანი მშვიდობის გარანტია, რომელიც ამ ქვეყანაში ღირსეული ევროპისკენ წინსვლის გარანტია და რომელიც ამ ქვეყანაში კეთილდღეობის, მატების გარანტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.