– დარწმუნებული ვარ, ხვალ ქუდზე კაცი გამოვა და დაფიქსირდება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მყარ და ღირსეულ განვითარებას

არსებითად მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა როგორც ევროკავშირის, ასევე -ის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველი ნიშნები გადატვირთვის მიმართულებით არჩევნების დასრულებისთანავე გამოჩნდება.
„ვიღაცებს აქვთ მცდელობა, არჩევნებზე მოახდინონ გავლენა, შეიცვალოს ხელისუფლება. როგორც კი გადაივლის ეს ყველაფერი, მაშინვე ასეთ მცდელობებიც დასრულდება. რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, ყველამ დაინახა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გაჭრა შანტაჟმა, არც ხალხის მიმართ, არც ხელისუფლების მიმართ, არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების მთავარი გარანტი. დარწმუნებული ვარ, ხვალ ქართველი ხალხი გამოვა, ქუდზე კაცი და დაფიქსირდება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მყარ და ღირსეულ განვითარებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის” გადაცემაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…