ირაკლი ქადაგიშვილი – ელენე ხოშტარიას პატრონების ამოცანაა, ის მძევლად ჰყავდეთ, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ

საქართველოში კლასიკური გამოცდილება გვაქვს, როგორ ხდება, ე.წ. ფსევდო პოლიტიკური პატიმრების შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანს პოლიტიკური პარტია აქვს, არჩევნებში გარკვეული ხმები მიიღო, პარლამენტის წევრი გახდა, მას თავისი შედეგი არ მოეწონა და თქვა, გაყალბდაო.
„ამის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და ამ დროს გარედან ორკესტირებით სახელმწიფოს წინაღმდეგ შეტევა დაიწყო, რაც გამოიხატება არჩევნების არცნობაში, არჩევნების უგულვებელყოფასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაში. ეს ყველაფერი კი მედიაუზრუნველყოფის ფონზე ხდებოდა. ამ სცენარის დამდგმელებს ორი წაუგებელი თამაში აქვთ – სახელმწიფო უუნარობას თუ გამოიჩენს და ასეთი სახის ანარქიას კანონით პასუხს არ გასცემს, მაშინ ეს სახელმწიფო ჩამოიშლება და ასეთი სახის ძალები ხელისუფლების სათავეში ყოველგვარი არჩევნების გარეშე მოვლენ, თავად კი ისეთ არჩევნებს ჩაატარებენ, როგორიც უნდათ. ასეთი 2003 წელს ვიხილეთ, როცა 17-პროცენტიანი პარტია უცებ 90-პროცენტიანი გახდა. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გავლილი.
ამიტომ, სახელმწიფო ხალხის და დემოკრატიის არჩევანს თუ დაიცავს, ასეთ ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევთ. შემდეგ სპეკულაცია იწყება, ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. ადამიანს მრავალი სამართალდარვევა მიზანმიმართულად აქვს ჩადენილი და ამბობს, რომ ამას სპეციალურად აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჰუმანურად ექცევა და გამოსავალს სთავაზობს, პატიმრობაში არ იყოს, მისი და მისი პატრონების ამოცანაა, ასეთი ადამიანი მძევლად ჰყავდეს, რათა საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები