შვედეთის და ნორვეგიის ელჩების უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში – ელჩები ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან

შვედეთის და ნორვეგიის ელჩები „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან.
„განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია“- ამბობს საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერლიო ჰოვლანდი და დასძენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების პრობლემურ პატერნს და შლის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივ ნდობას.
ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი, რომელიც აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე, გირაოს გადაუხდელობის გამო „დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა