ირაკლი ქადაგიშვილი: 31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ “მოსკოვის მექანიზმით” მოგვილოცა ეს დღე – გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ უცხოელები იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ

31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა და ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გვაფასებენ უცხოელები საქართველოს და “მოსკოვის მექანიზმით” მოგვილოცა ეს დღე – გეტყვით, რომ ბევრ მექანიზმს მოიგონებენ იმისთვის, რომ შენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მათი კონტროლის ქვეშ აიყვანონ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია- საქართველოსთვის“ წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლას.
ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპულმა ძალებმა სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემა 2024 წლის არჩევნების ჭმუნვით მიღებით.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ „შიშველი პროპაგანდის“ საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება დიდი სირცხვილია, მათი თავდაპირველი მოვალეობა კი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა იყოს.
„მთავარი პრობლემა იცით, რაშია მეგობრებო? მთავარი პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, იმ ძალებმა, ევროკავშირში იქნება თუ სხვაგან, სწორედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, მათ ასეთი დიდი ჭმუნვით მიიღეს, როდესაც მათივე სადამკვირვებლო მისიის დასკვნები გვერდზე გადადეს, თვალი დაიბნელეს და ყური დაიყრუეს და როდესაც 4 ოქტომბრის, თუ ამდაგვარი რევოლუციური, თუ დამხობის სცენარების აპოლოგეტებად და მხარდამჭერებად მოგვევლინნენ და როდესაც მიზანს ვერ აღწევდნენ და დანაშაულის ჩამდენებზე პასუხისმგებლობა ვრცელდებოდა მათ პოლიტიკურ პატიმრებად და ათასგვარი „მოსკოვური“ თუ სხვადასხვაგვარი მექანიზმების გამოსაყენებლად იყენებდნენ და თქვენ თუ ხართ საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსები, უნდა გესმოდეთ პირველ რიგში რა არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი და მერე უნდა მისდევდეთ „მოსკოვის მექანიზმს“ და სხვათა პროპაგანდას, რომ „ბელორუსია ხართ და რუსეთი ხართ“ და ა.შ. სირცხვილია, რომ ამას იმეორებთ, აი ამ შიშველ პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა