ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ჩემზე თავდასხმა მის ეთერში არ გაშუქდა, რადგან მე თურმე ვაკრიტიკებ “იმედს” – გურამ როგავა

“ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ჩემზე თავდასხმა მის ეთერში არ გაშუქდა, რადგან მე თურმე ვაკრიტიკებ “იმედს” – გურამ როგავა

მინ­და ჩემს კო­ლე­გებს მივ­მარ­თო “რუს­თა­ვი 2-დან” და სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც დღეს მხო­ლოდ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბად არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თუ ფიქ­რო­ბენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ არ ეხე­ბათ, ძა­ლი­ან ცდე­ბი­ან, ხვალ მათ­თა­ნაც მოვ­ლენ, მაგ­რამ გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ხმის ამომ­ღე­ბი არა­ვინ დარ­ჩე­ბა, – ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა, გუ­რამ რო­გა­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან “ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა” და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის მო­რიგ აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.
მი­სი­ვე თქმით, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რომ­ლის რე­დაქ­ცი­აც ემ­სა­ხუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის, ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს.
„მე დღეს აქ მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ მზია ამაღ­ლო­ბელს გა­მო­ვუ­ცხა­დო მხარ­და­ჭე­რა. მზია ამაღ­ლო­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს დღეს მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რომ­ლის რე­დაქ­ცი­აც ემ­სა­ხუ­რე­ბა პირ­ველ რიგ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის, ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სებს.
ოც­ნე­ბის „ნი­უს­რუ­მი“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აქვს – ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“ და „იმე­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მფლო­ბელ­მა გუ­შინ „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ მა­გა­ლი­თად: ჩემ­ზე თავ­დას­ხმა მის ეთერ­ში იმის გამო არ გა­შუქ­და, რომ მე თურ­მე ვაკ­რი­ტი­კებ „იმედს“ და „იმე­დის“ თა­ნამ­შრომ­ლებს. სწო­რედ, ასე­თია ოც­ნე­ბის „ნი­უს­რუ­მი“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის. მას წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა ამ პრინ­ცი­პით უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს, რად­გან მზია ასეთ რე­დაქ­ცი­ას არ წარ­მო­ად­გენს, ამი­ტო­მაც არის პა­ტიმ­რო­ბა­ში. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენც იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით“, – გა­ნა­ცხა­და რო­გა­ვამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.