ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გახარია: ჩემზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით, პოლიტიკური შურისძიება იყო

გახარია: ჩემზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით, პოლიტიკური შურისძიება იყო

პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მასზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი პოლიტიკური შურისძიება იყო. გახარიას თქმით, თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.
"მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც.მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან. რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებების თანამონაწილე", - წერს გიორგი გახარია.
***
ბათუმში, სასტუმრო შერატონში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.