გურამ როგავა: რუხაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ …

“რუხაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ჩემზე თავდასხმა არ გაშუქდა “იმედის” გუნდის გადაწყვეტილებით.
ჩემზე თავდასხმა მოხდა 29 ნოემბერს, 1 დეკემბერს ირაკლი ჩიხლაძეს გადაცემა ჰქონდა და მარიამ ოშხნელს დაავალა ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ რეპორტაჟის მომზადება, ასეც მოხდა, რეპორტაჟი დამონტაჟდა და მზად იყო ეთერში გასაშვებად, მასში ჩემზე თავდასხმის კადრიც და ამბავიც ასახულია (ჟურნალისტის ინტერპრეტაცია სხვა საკითხია), მაგრამ ეთერში არ გავიდა.
ეგ როგორ მოხდა? ირაკლი ჩიხლაძემ და “იმედის” გუნდმა თუ გადაწყვიტა ჩემი ამბის დაბლოკვა ჩემ მიერ 29 ნოემბერს “ფორმულას” ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, 1 დეკემბრის გადაცემისთვის რატომ მოამზადეს რეპორტაჟი?
[…] “იმედს” 2 თვის განმავლობაში ჩემზე თავდასხმა არ უჩვენებია” – წერს აქციის გაშუქებისას სპეცრაზმელის მიერ ნაცემი ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში