ირაკლი ნადირაძე – ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის – არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ

ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის – არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
ნადირაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კარგად იცის, რომ „4 ოქტომბერს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა ქუჩაში“.
„არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან, ვერ იმატებენ საჭირო რაოდენობის ადამიანებს დაცვის პოლიციიდან თუ სხვა სამთავრობო ძალოვანი უწყებებიდან და ახლა მიადგნენ კაზინოებისა და ბარ-რესტორნების კერძო დაცვის სამსახურებს და თანამშრომლებს, რომ იქნებ “კარგი” ანაზღაურების სანაცვლოდ ხალხი დაიმატონ 4 ოქტომბრისთვის ფაქტია, ძალიან ეშინიათ ქოცებს… ე.წ. ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის, რომ 4 ოქტომბერს, ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა ქუჩაში და გამოვა მშვიდობიანად, სამოქმედოდ და გამარჯვებისთვის!”,- წერს ნადირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას