ირაკლი ნადირაძე – ლევან ხაბეიშვილის დაკავება 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის წინ ივანიშვილის შიშის შედეგია

ლევან ხაბეიშვილის დაკავება 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის წინ ივანიშვილის შიშის შედეგია – ძალიან მალე ლევანი იქნება თავისუფალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ეს სამარცხვინო ბრალი შეკერა, სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილს 4 ოქტომბრის და დროშების რევოლუციის ძალიან ეშინია“.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავება ივანიშვილის შიშის შედეგია 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის წინ. ფაქტია, ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ლევან ხაბეიშვილით შეშინებულმა რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ის 4 ოქტომბრის მოახლოებულ ხალხმრავალ, მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაიჭირა. ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის, ძალიან ეშინია დროშების რევოლუციის. ლევანი იყო ამ დიდი აქციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. არ სჭირდება ამას დიდი იურისტობა, მიხვდე რომ ამ ბრალს საერთო არ აქვს არც სამართალთან, არც სამართლიანობასთან, მითუმეტეს არც დანაშაულთან. ამიტომ, ძალიან მალე ლევანი იქნება თავისუფალი და ყველა ის ადამიანი, ვინც ეს სამარცხვინო ბრალი შეკერა, სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა