ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კუპრაძე საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვაზე - ეს იქნება პოლიტიკური დევნის და პატიმრობის ყველაზე „ქოცური“ შემთხვევა პუტინის სტილში!

ირაკლი კუპრაძე საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვაზე - ეს იქნება პოლიტიკური დევნის და პატიმრობის ყველაზე „ქოცური“ შემთხვევა პუტინის სტილში!

მამუკა ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არალეგიტიმურმა პარლამენტმა საქმე პროკურატურას გადასცა და პოლიტიკური განცხადებებით, პატიმრობას ითხოვს- ეს იქნება პოლიტიკური დევნის და პატიმრობის ყველაზე „ქოცური“ შემთხვევა პუტინის სტილში! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით კუპრაძე იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.
“მამუკა ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არალეგიტიმურმა პარლამენტმა საქმე პროკურატურას გადასცა და პოლიტიკური განცხადებებით პატიმრობას ითხოვს!
ეს იქნება პოლიტიკური დევნის და პატიმრობის ყველაზე „ქოცური“ შემთხვევა პუტინის სტილში!
შიში არ არსებობს, როცა საქმე პრინციპებს და ქვეყნის მომავალს ეხება?“, - წერს კუპრაძე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.