ირაკლი კუპრაძე – მარჯანიშვილის მოედნიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“ მარშით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს – გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის მოედნიდან მარშით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აჩვენოს ქართველმა ხალხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეების მთავარი საჭიროები, რაც არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო.
„26 მაისს მარჯანიშვილის მოედნიდან „ლელო-ძლიერი საქართველო“ მარშით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. მარჯანიშვილის მოედნიდან მივემართებით რუსთაველის გამზირისკენ. გეპატიჟებით თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რაც არის ერთობის და საქართველოს ძლიერების დღე. ამ დღეს მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეების მთავარი საჭიროები – ეს არის დამოუკიდებელი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო, თავისუფალი საქართველო პოლიტპატიმრებისგან და ავტორიტარული რუსული რეჟიმისგან“,-განაცხადა კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიაზე – ეს მხოლოდ მათთვისაა პრობლემა, ვინც კლავიატურით გინებითაა დაკავებული და ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენენ – მოუწევთ ჯარიმის გადახდა და თუ არ გადაიხდიან, შემდეგ არის სხვა ტიპის სანქცია!