“ლელო – ძლიერი საქართველო”: მოვითხოვთ, ლუკა ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ველოდებით განმარტებას, რის საფუძველზე დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი

“ლელო – ძლიერი საქართველო” მათივე ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, ლუკა ნაცვლიშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს – კოალიცია ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამასთან, “ლელო – ძლიერი საქართველო” მომხდარს პოლიტიკური დევნის მაგალითად აფასებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იმის განმარტებას ითხოვს, თუ რის საფუძველზე დააკავეს მათი გუნდის წევრი.

ბათუმში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქციის შემდეგ პოლიციამ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავა. ამ დრომდე უცნობია ლუკა ნაცვლიშვილის დაკავების მიზეზი. მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ლუკა ნაცვლიშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას და ველოდებით განმარტებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თუ რის საფუძველზე დააკავეს ჩვენი გუნდის წევრი. ვაცხადებთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. ლუკას და ჩვენ, მის თანამებრძოლებს ამით რეჟიმი ვერ შეგვაშინებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე!” – წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, “ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში, 26 მაისს დააკევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს