ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კუპრაძე - სამართლებრივად, ივანიშვილმა შექმნა კადიროვის საქართველო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც სამართლიანობასთან და არც დემოკრატიასთან

ირაკლი კუპრაძე - სამართლებრივად, ივანიშვილმა შექმნა კადიროვის საქართველო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც სამართლიანობასთან და არც დემოკრატიასთან

სამართლებრივად, ივანიშვილმა შექმნა კადიროვის საქართველო, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ადამიანის დაკავება წარმოუდგენელია.
„წარმოუდგენელია, გირაოს ვადის გასვლამდე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, როგორ შეიძლება ქუჩიდან გაიტაცო ადამიანი, როემლსაც თვალს ადევნებს იმ დროს საქართველოს მოსახლეობა და მეორე დღეს ელოდებიან სასამართლო პროცესს. სამართლებრივად ივანიშვილმა შექმნა კადიროვის საქართველო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც სამართლიანობასთან და არც დემოკრატიასთან“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გუშინ დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული. კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.