ვინც არ უნდა იყოს პატრიარქი, მას არ ექნება მღვდელმთავრებისგან მოსვენება – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ დასრულდა პატრიარქის ეპოქა და რომ “მეორე ვეღარ გვეყოლება.”
მეუფე გრიგოლის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს პატრიარქი, მისთვის ეს იქნება გოლგოთა.
ვინ მოისხამს ძოწისფერ მანტიას? სამი საპატრიარქო კანდიდატის გამორჩევისთვის
“პატრიარქის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, ბუმბერაზი იყო, რომ მისი ავტორიტეტი საქართველოს ეკლესიის ინსტიტუციურ ავტორიტეტში გადაიზარდა. (…) საქართველოს ეკლესიას, რომ ვამბობდით აქ პატრიარქის ავტორიტეტი უფრო იგულისხმებოდა, დღეს პატრიარქი ასე ვთქვათ გავიდა ქვეყნიდან და დაგვიტოვა სინოდის დანარჩენ წევრებს ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ ღვთის წინაშე, ისტორიის წინაშე, ჩვენი საზოგადოების წინაშე ის მთავარი მისია, რაც ეკლესიას აკისრია წუთისოფელში და ერში.
გასაგებია, რომ ყველა ამას კარგად აცნობიერებს. ვინც არ უნდა იყოს, იმას არ ექნება მღვდელმთავრებისგან ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით მოსვენება იმიტომ, რომ უფრო მეტი ინიციატივები იქნება, მეტი შეწუხება იქნება. ვინც არ უნდა იყოს, მისთვის ეს იქნება პირდაპირ გოლგოთა. არც სხვა პატრიარქებისთვის ყოფილა ეს დასვენება და მხოლოდ პატივი, რა თქმა უნდა, პატივია პატრიარქობა. სხვათაშორის, ეკლესიის ისტორია ზოგადად გვაჩვენებს, რომ პატრიარქობა არის ტვირთი და ეს არის გოლგოთა.
თუნდაც, რომ გავიხსენოთ ამბროსი ხელაიას სიტყვები, როცა არჩეულ იქნა კათოლიკოს პატრიარქად, მან ბრძანა რომ აცნობიერებს, რომ გოლგოთაზე ადის და ეს ცხოვრებაში რეალურად ასეა. პატრიარქს ამ ტვირთში შეხიდება სჭირდება.
ვინც არ უნდა ავირჩიოთ, მისთვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება სიტუაციის მართვა, თუ ყველა მღვდელმთავარი ირგვლივ, გარდა საკუთარი საეპარქიო მოვალეობებისა, არ ჩაერთო ეკლესიის ცხოვრებაში, იმ უნარებით, იმ ნიჭებით, რაც მათ გააჩნიათ სტრუქტურულად, იმ საქმიანობაში რაც ეკლესიას აქვს განსახორციელებელი, ეკლესიის შიგნით და საგარეო არენაზე, რა თქმა უნდა, ცალკე სახელმწიფოსთან ურთიერთობა თუ ეკლესიათაშორისი ურთიერთობა.” – თქვა მეუფე გრიგოლმა ეთერში.