მამუკა მდინარაძე: როდესაც ჟურნალისტს, ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, მე ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, თქვენთან წინა ეთერებშიც ამის შესახებ ზუსტად ასე მილაპარაკია...

"ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ დღენიადაგ გვაძახებენ ბევრ რამეს, მათ შორის, რომ მაგალითად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები გვქონდა, როცა ჩვენც არ მოგვეწონა რაღაცები. რიგ შემთხვევაში დაბრალების მეტი არაფერი გვაქვს, არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე, [...] მაგრამ როდესაც აშკარად დანაშაულს ჩადის, ისევე მკაცრი უნდა იყო რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც სამართალდამცველი მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევისა და დამნაშავის მიმართ. ბევრი გვიფიქრია ამაზე, ბევრი გვილაპარაკია და გვინერვიულია კიდევაც, რომ არ დაგიმალოთ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.