ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სრული „ფეიკი“ და ჩვეულებრივი ტყუილია“ ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სრული „ფეიკი“ და ჩვეულებრივი ტყუილია“ ინფორმაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ ადამიანებს აქვთ წაკითხულისა თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ იაზრებენ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში, ეს არის სრული ე.წ. ფეიკი, არის ჩვეულებრივი ტყუილი. არავითარი მსგავსი ცვლილება არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, უბრალოდ ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა, ყოველგვარი საბაბის გარეშეც კი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო