პრემიერ-მინისტრი სრულ ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

პრემიერ-მინისტრი სრულ ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება
ეს არის სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.
პრემიერის თქმით, ეს ტყუილია და კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება არ შესულა.
„ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ წაკითხულის თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა ყოველგვარი საბაბის გარეშე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი