რას ამბობენ “ოცნებაში“ ირაკლი კობახიძის შესაძლო გადაყენებაზე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების“ პრემიერს თანამდებობიდან უშვებენ. მიზეზი სავარაუდოდ, საპროტესტო მუხტის ჩახშობის მცდელობაა.

“ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ირაკლი კობახიძე კიდევ მრავალი წლით იქნება ქვეყნის პრემიერი, რადგან “ის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.“

კობახიძე არის ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერი საქართველოს ისტორიაში, შესაბმისად, რაში გეპარებათ ეჭვი და რისი მიღწევა გინდათ? ტყუილია“, – ამბობს ირმა ზავრადაშვილი.
„ოცნების“ კიდევრ ერთი დეპუტატი ამტკიცებს, რომ კობახიძე პრემიერი კიდევ 4 წელი იქნება.

არასწორი ინფორმაციაა, რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ. ამ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური გუნდი იღებს“, – ამბობს ბოჟაძე.
“რამდენი ხანიც თქვენ გეწყინებათ, იმდენხანს იქნება, ნუ გეშინიათ ასე კობახიძის“,- უთხრა ჟურნალიტს გორდულაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება.

ინფორმაციას რადიო თბილისი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყარო ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ მაკრონის ზარიც დააჩქარებს.

ახლა საინტერესოა, მართლა გაწირავს თუ არა, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე