ირაკლი კობახიძე – უნდა მოხდეს კვლევითი ინსტიტუტების საუნივერსიტეტო სისტემასთან რეალური ინტეგრაცია – კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა უნდა შემოვიღოთ

მნიშვნელოვანია, კვლევითი ინსტიტუტების საუნივერსიტეტო სისტემასთან რეალური ინტეგრაცია – კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა უნდა შემოვიღოთ, რომელიც მთლიანად უნივერსიტეტებთან იქნება ინტეგრირებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
კობახიძის თქმით, ამჟამად სწავლებასა და კვლევას შორის კავშირი სუსტი და ფორმალურია.
“ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები. აქაც რადიკალურად უნდა შეიცვალოს ვითარება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი საუნივერსიტეტო სისტემასთან რეალური ინტეგრაცია.
დღეს ეს ინტეგრაცია ფორმალურია. ის რეალური და თვისებრივი უნდა იყოს. უნდა შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული უნდა იყოს უნივერსიტეტებთან. დღეს არის ცალკე განყენებული ფონდი, განათლების სამინისტროს ქვეშ, რომელიც კონკრეტულ პროექტებს საგრანტო განაცხადების საფუძველზე აფინანსებს.
ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. მთლიანად უნდა იყოს კვლევის დაფინანსების სისტემა ინტეგრირებული სახელმწიფო უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან