ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს აქცენტები გადაიტანოს, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც ამ კონკრეტულ ევროპულ პარტიაშია შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, ALDE-ს განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს არის მარტივი კოორდინირებული სქემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.
„მარტივი სიყალბე გაავრცელეს. ALDE, მე მგონი, იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამაზე უნდა წუხდეს ALDE და ამ დროს ყურადღების გადატანის მცდელობა აქვთ იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ ტელევიზიის“ მხრიდან. ეს მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც ამ კონკრეტულ ევროპულ პარტიაშია შექმნილი,“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ ALDE Party-იმ განაცხადა, რომ „ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულები არიან BBC-ის გამოძიებით“.
ALDE აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს წევრ პარტიებსა და ოპოზიციას, რომელიც დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.
„მოვუწოდებთ პარტნიორებს, შეზღუდონ აღჭურვილობის გადაცემა, რომლის გამოყენებაც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოხდეს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან