მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან – უნდა შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული იქნება უნივერსიტეტებთან

მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან – უნდა შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული იქნება უნივერსიტეტებთან
მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სადაც სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა იქნას შემორებული დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული უნდიქნება უნივერსიტეტებთან.
„შემდეგი საკითხია სწავლებასა და კვლევას შორის სუსტი კავშირი, რომელიც უნდა გაძლიერდეს. ასევე, ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები და აქაც რადიკალურად უნდა შეიცვალოს ვითარება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მათი რეალური ინტეგრაცია საუნივერსიტეტო სისტემასთან. დღეს ფორმალურია ეს ინტეგრაცია და ის რეალური და თვისებრივი უნდა იყოს. უნდა შემოვიღოთ კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც მთლიანად ინტეგრირებული უნდა იყოს უნივერსიტეტებთან. დღეს არის ცალკე განყენებული ფონდი, განათლების სამინისტროს ქვეშ, რომელიც საგრანტო განაცხადების საფუძველზე აფინანსებს კონკრეტულ პროექტებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, მთლიანად უნდა იყოს კვლევის დაფინანსების სისტემა ინტეგრირე3ბული სახელმწიფო უნივერსიტეტებში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე