პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე სერბეთში, „ნოვი სადის" რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს

ირაკლი კობახიძე სერბეთში, „ნოვი სადის" რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სერბეთში, ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო სერბ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
როგორც კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სერბეთს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ქალაქ „ნოვი სადის“ რკინიგზის სადგურზე მოხდა. ტრაგედიამ იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე და ასევე დაშავდა მრავალი ადამიანი. ქართველი ხალხი ამ რთულ დროს სოლიდარობას უცხადებს სერბ ხალხს“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
სერბეთში, ქალაქ ვოდი სადში, რკინიგზის სადგურის შესასვლელთან სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და სამი მძიმედ დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.