ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მერის გარდაცვალების გამო

ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მერის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სახელით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

"საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს". - კობახიძის განცხადებას აქვეყნებს მთავრობის ადმინისტრაცია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა დღეს, 2 ნოემბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.  IPN-ის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.