ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. მისი თქმით, დაღულულთა შორის 5 ადამიანის ამოცნობე ვერ მოხერხდა. დაშავებულია 3 ადამიანი. ბეტონის გადახურვა 1-ელ ნოემბერს შუადღისას ჩამოინგრა და მოსაცდელში მსხდომ ადამიანებს დაეცა.
სადგურის შენობას რეკონსტრუქცია 2021 წელს ჩაუტარდა და წელს ისევ განახლდა ოფიციალური გახსნისთვის, რომელიც ივლისის თვეში გაიმართა.
სერბეთის ხელისუფლებამ 2 ნოემბერი, შაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.