ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა – წელს მესამედ

“ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან “ქართული ოცნების” მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
მანამდე, წელს კობახიძე უკვე ორჯერ იმყოფებოდა თურქმენეთში – ოფიციალური ვიზიტით მარტში, რომლის ფარგლებშიც შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს და ხელი მოაწერა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას და აგვისტოში თურქმენეთის საკურორტო ქალაქ ავაზაში, სადაც მონაწილეობდა გაეროს მესამე კონფერენციაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების შესახებ.

თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანაა. ქვეყნის პრეზიდენტია სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ყოფილი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი, რომელიც თურქმენეთს 15 წლის განმავლობაში (2006-2022 წწ.) მართავდა ერთპიროვნულად.
მას შემდეგ, რაც 2022 წელს მან შვილს გადააბარა პრეზიდენტობა, შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილება და დარჩა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ჰალკ მასლაჰათის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია