არქივი11 დეკემბერი, 2025, 16:24
კობახიძის მესამე ვიზიტი წელს თურქმენეთში – “მშვიდობა და ნდობა”

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა. ოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნების” პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ცნობისთვის, კობახიძე წელს ორჯერ უკვე იმყოფებოდა თურქმენეთში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.