ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს – რაც შეეხება 2024 წელს, ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, გამოიძიონ ის, თუ რა ნივთიერებებს იყენებდა ბატონი გახარია 2019 წელს შეკრების დაშლის დროს, რაც შეეხება 2024 წელს, რასაც ეხებოდა „ბიბისის” გამოძიება, ამასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაინიცირების გეგმას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე და მიუხედავად იმისა, რომ თავისი შინაარსით ეს გამოძიება არის საიდუმლო, საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხელისუფლება მზად არის, გაუზიაროს მათ როგორც შესაბამისი დოკუმენტაცია, ისე სათანადო მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია