ირაკლი ზელენსკითან შეხვედრაზე: ზელენსკისთან იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა

“ზელენსკისთან იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი. შემიძლია გითხრათ, რომ არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ სომხეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე. მისი თქმით, “თავად პრეზიდენტმა გამოხატა ინიციატივა, მათ კი მყისიერად დაუდასტურეს მზაობა”.

“შინაარსზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის, ფორმატის შეხვედრა. თუმცა, ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის. …თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო საუბარი ჩვენს შორის და ძალიან მეგობრული.

…ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ტრადიციული ისტორიული მეგობრობა, რაც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს და ამას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად და ეს იყო, მათ შორის, ის სულისკვეთება, რაც პრეზიდენტს გავუზიარე', — განაცხადა ირაკლი კობახიძემ სომხეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.

ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები კვირას სომხეთში, ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ. სამიტი დღეს, 4 მაისს გაიხსნა. მასში 48 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

საქართველოს მთავრობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ირაკლი კობახიძის მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის კადრები. გავრცელებულ ფოტოებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ხელს ართმევს.

წყარო