ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ვიქტორ ორბანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას

ირაკლი კობახიძე - ვიქტორ ორბანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
კობახიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
„საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.