ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები“ - ნათქვამია პრესრელიზში.
თავად ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა: “საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას”.
ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.
მანამდე, ამავე ფორუმის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ბოლო სამ თვეში მეორედ შეხვდა აზერბაიჯანის ავტორიტარ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს - ერთ-ერთს იმ ლიდერთაგან, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.