ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ

ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთში თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იქნება „ქართული ოცნების" მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ.
„არჩევნებს გარკვეული აზარტიც უკავშირდება და ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა 64 მუნიციპალიტეტში ყველა ამ ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთხელ დამარცხება, თან ეს იქნება ჩვენი მე-10 საიუბილეო გამარჯვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ამ აზარტის თვალსაზრისით მათი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ეუთო/ოდირმა დაადასტურა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება და ოპოზიციას არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროკურატურაში დაიწყო ოფიციალური გამოძიება არჩევნების თემაზე და ოპოზიციის წარმომადგენლები იქაც არ მიდიოდნენ.
„ყველაფერი დღესავით ნათელია. ერთადერთი, რაზეც ლაპარაკობდნენ, იყო ე.წ. გაჟონვა, თუმცა ეს როგორი თემაა, თავადაც ხვდებით. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება და შეუძლია ყველა უცხოელს, დააკვირდეს ამ არჩევნებს, როგორც მოესურვება“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.