ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე

არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, იყო უამრავი პრობლემა, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ ყველაფერს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ქვეყანაში.
“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. იყო უამრავი პრობლემა და ამ პრობლემებს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით. იყო სერიოზული პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უბრალოდ არ ესმით, რომ კორუფცია არის ცუდი და რატომ შეიძლება, ვიღაც იყოს შენზე გაბრაზებული – ხალხი თუ გუნდი, იმის გამო, რომ შენ იყავი ჩართული კორუფციაში. ეს მათი საქმეა. ჩვენი საქმე არის სამართლის აღსრულება ყველა საკითხთან დაკავშირებით,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.