ლალი მოროშკინა: ირაკლი კობახიძე. საინტერესო, მძლავრი… ეს რომ უგუნურებს ესმოდეთ, მინიმუმ სადებატოდ არ უსხდებოდნენ, თუმცა ამიტომაც არიან უგუნურნი…

ლალი მოროშკინა:
პოლიტიკა ჯეზვეში ახლად მოდუღებულ თურქულ ყავას გავს.
ჯერ რომ ქაფქაფად ავსებს პატარა კოხტა ჭიქას, ქაფი ლამის ცხელ ლავად წარმოდინდეს ჭურჭლის პირიდან, მაგრამ ცოტა გაგრილება და მსუყე კონსისტენცია ისევ თავის ალაგს უბრუნდება…
საქართველოს პრემიერი-
ირაკლი კობახიძე.
საინტერესო, მძლავრი, ანალიტიკური აზროვნებით უხვად დაჯილდოებული.
ეს რომ უგუნურებს ესმოდეთ, მინიმუმ სადებატოდ არ უსხდებოდნენ, თუმცა ამიტომაც არიან უგუნურნი…
ვაღიაროთ, დღეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი, შინაურებიც კი, ყველა ახლად დანიშნულ ბრიფინგზე პრემიერის გადადგომას ელის.
უსასრულოა მათი მოლოდინი….
საიდან მოდის ეს დაუოკებელი სურვილი მუდმივი ცვლილებებისკენ?
კიბატონო გუნდში დაფიქსირდა დროებითი სირთულეები, რომელიც რესურსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ადვილად გადასალახია.
დღეს, “ოცნების” რიგებში გამოიზარდა საოცარი, ახალი თაობა, ახალი “მოლაპარაკე თავები”, შესაბამისად ჩანაცვლება ან შეცვლა, რომელიმე მინისტრის ან უწყების ხელნძღვანელის პრობლემას აღარ წარმოადგენს.
მეტიც, ტენდენცია კადრების გაახალგაზრდავებისკენ და ახალი სახეების შემოყვანისკენ მხოლოდ მისასალმებელია.
ახლა დავუბრუნდეთ ირაკლი კობახიძეს.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ის არავის პროდუქტი არ არის.
ის არის გია კობახიძის და თამარ ზაალიშვილის ოჯახის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი.
სამწუხაროდ ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა ბიძა, რომელიც ასევე მათი ოჯახური კლანის ძლიერი რგოლი იყო.
განათლება, რიტორიკა, პოლიტიკური ალღო-ეს ოჯახიდანაა და ნურავინ შეეცდება მის დაწყვილებას ნაკლებად რეიტინგულ ფიგურებთან.
რაც შეეხება წავა თუ არა ირაკლი?
ერთი რამე დღეს უკვე ცხადია, რომ მისი დაბალანსებული ენერგია, სიტყვა-პასუხი, ერუდიცია და გამოცდილება საქართველოს პოლიტიკის ოქროს ფონდს წარმოადგენს.
ადრე თუ გვიან ყველა წავა, ქვეყნის პირველი პირის სტატუსი-ტანჯვა და ჯანმრთელობის დაზიანება უფროა, ვიდრე სიამოვნება,
მაგრამ არსებობს ქვეყნის სიყვარული და თავდადება.
არვიცი, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს ჩემი დაწერილი, ბევრი ვირთხასავით ჩაჩუმებულია, იქნება და პრემიერი იცვლება, ზედმეტი დითერამბები რატომ გავხარჯოო…
დაე იყოს დრო მედროვეთათვის,
ჩვენ კი დღეს და ახლა ვართ.
დღეს და ახლა თავის მოვალეობას ქვეყნის პრემიერი უზადოდ ასრულებს.
არ არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები,
არსებობს მხოლოდ ბოღმიანი, არ შემდგარ ადამიანთა ღვარძლი და ჩირქი, რომელიც ერთნაირად ინთხევა ყველაზე, ვინც კი სარბიელზე გამოჩნდება.
თმენა, რიდი და განსჯა როდი შეგვიძლია?
მთავარია ვიღაცას რაღაც მიაძახო, მერე კი ჯანდაბას რა მოხდება…
მოკლედ, ვფიქრობ რომ დღეს
ულტრა ბგერითი საფრენი აპარატი “საქართველო”
სწორ გზაზეა, ტურბულენტობა აღმოფხვრილია, ისე კი ცაა და რას გაუგებ…
ერთი კი სულ უნდა გვახსოვდეს ამ ბორტზე ყველა ერთად ვსხედვართ.
არ არსებობს ნაწილობრივი გადარჩენა.
ან ყველა გავალთ სამშვიდობოს, ან არავინ!
რაც შეეხება ირანის ინტერესებს და რუკაზე კახეთზე მინიშნების გაკეთებას, აბა გაიხსენეთ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ირანში, სულიერი ლიდერის გასვენებაში.
ესაა დიდი პოლიტიკა, თორემ
მონსტრი ქვეყნების შუაში, კახეთი კი არა, სრულიად პაწაწინა საქართველო, ისედაც ყველასთვის სიამოვნებით გადასაყლაპი ლუკმაა.
გონიერი სიფრთხილე, სამეზობლოს არგაღიზიანების პოლიტიკა, დიდ ქვეყნებთან დალაგების პოზიტიური ძვრები-ესეც პრემიერის ქეისია.
მოდით ნუ ველით ცუდს,
ნუ ველით ნგრევას,
ერთი ხომ ნათელია, ოპოზიცია ვერასოდეს გაშლის ფრთებს, ერთმანეთში კი ყოველთვის მოვგვარფებით და გვახსოვდეს,
თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, შემდეგ უფსკრული გიყურებს შენ.
აცალეთ კაცს მუშაობა!
ბედნიერება საქართველოს!

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა