ირაკლი კობახიძეს უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში და დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, წარმატებული იქნება – კალაძე

“დღეს უკვე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურებულია. ირაკლი ღარიბაშვილი არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ. მინდა წარმატებები ვუსურვო მას,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“პარტიას უკვე დაწყებული აქვს მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გუნდმა მიაღწიოს წარმატებას. ამ ყველაფერში “ქართული ოცნების” თითოეული მხარდამჭერის როლი არის უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, რომ იმ თანადგომასა და მხარდაჭერას, რომელიც დღეს “ქართულ ოცნებას” აქვს, შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ასევე, ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერი-მინისტრის რანგში. მინდა წარმატებები ვუსურვო, თავის გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველოდება. ის სირთულეები, საფრთხეები და გამოწვევები, რაც იყო არსად წასულა და დღესაც არსებობს. ერთიანი ძალით უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში სტრუქტურულ გაძლიერებაში და დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, იქნება წარმატებული,” – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით