ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი დგებუაძე ახალ თანამდებობაზე დანიშნეს

ირაკლი დგებუაძე ახალ თანამდებობაზე დანიშნეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დანიშნეს -  ინფორმაციას ამის შესახებ შსს-სთან დაკავშირებული გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს.

ირაკლი დგებუაძე ამ დრომდე იკავებდა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ფიგურირებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მიუთითებდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე მას ბათუმის პოლიციის შენობაში არაადამიანურად მოექცა. ჟურნალისტი ამბობს, რომ დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. მიუხედავად საჯარო განცხადებისა, დგებუაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაწყებულა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.