ანა დოლიძე: ირაკლი კობახიძე არის გამწვავების პრემიერი (ვიდეო)

“ირაკლი კობახიძე არის გამწვავების პრემიერი” – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ მომდევნო არჩევნებზე, შესაძლოა, ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონ.

ანა დოლიძის თქმით, ირაკლი კობახიძის ხელწერა იმდენად ნაცნობია, რომ “უკვე მოსაწყენია” – “ყოველთვის ფსონის აწევა და აღარც არის პოლიტიკურად საინტერესო იმიტომ, რომ მისგან ახალს არაფერს არ უნდა ველოდოთ”.

კიდევ ერთი ნიშანი, რომ ჩვენი მეგობრები საერთოდ არ აპირებენ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციაზე შეგუებას, მნიშვნელოვანია, რომ აქ იყო გაერთიანებული მისწრაფება ამერიკისა და ევროპისა ერთდროულად, ხშირად ისინი ამ ბოლო დროს ცალ-ცალკე გამოდიან, მაგრამ აქ ამერიკული დელეგაცია აქტიურობდა. 

კობახიძის ხელწერა უკვე მოსაწყენია, იმდენად ნაცნობია – როდესაც კობახიძე გახდა პრემიერი, მისი ხელწერა არის, სხვა პრემიერებისგან განსხვავებით, ყოველთვის ფსონის აწევა და აღარც არის პოლიტიკურად საინტერესო იმიტომ, რომ მისგან ახალს არაფერს არ უნდა ველოდოთ. ყოველთვის, როდესაც რაღაც მოდის დასავლეთიდან, კობახიძე ყოველთვის ფსონს წევს – ანუ, თუ ეუთო გააკეთებს განცხადებებს, მაშინ ის აქედან დაემუქრება, რომ არ მოვიწვევთ დამკვირვებლებს. ის [ირაკლი კობახიძე] არის გამწვავების პრემიერი, ამისთვის არის დაქირავებული კონკრეტულად და ჩემი მთავარი პრეტენზია არის ის, რომ ეს აბსოლუტურად არ უკავშირდება ქართველი ხალხის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ,” – განაცხადა ანა დოლიძემ.