ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი კობახიძე – გასული 12 თვის განმავლობაში ქვეყნიდან იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური

ირაკლი კობახიძე – გასული 12 თვის განმავლობაში ქვეყნიდან იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური

უხეში დათვლით, დაახლოებით 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაძლიერდა მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს, მინიმუმ, 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნიდან, რაც, საბოლოო ჯამში, რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, სადღაც ოთხ წელიწადში, მოგვცემს ამ პრობლემისგან ქვეყნის მთლიანად გათავისუფლების საშუალებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ბუნებრივია, საქართველოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.