არქივი29 სექტემბერი, 2025, 21:37
ინვესტორთა კონსორციუმი ვიდეო თამაშების დეველოპერ Electronic Arts-ს დაახლოებით 55 მილიარდ დოლარად შეიძენს

პოპულარული ვიდეო თამაშების, Madden NFL-ისა და Battlefield-ის შემქმნელს, Electronic Arts Inc.–ს ინვესტორთა ჯგუფს მიჰყიდიან დაახლოებით 55 მილიარდ დოლარის ფასად.
Electronic Arts-მა განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციონერები აქციაზე 210 დოლარს მიიღებენ, რაც 25%-იან პრემიას წარმოადგენს 25 სექტემბრის დახურვის ფასთან შედარებით, სანამ მედიაში გარიგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა.
გარიგება, რომლის დადებაც 2027 წლის პირველ კვარტალში (აპრილი-ივნისი) იგეგმება, Electronic Arts-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა.
ვრცლად interfax – ზე
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.