Brookfield–ის ფინანსურმა დირექტორმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ინვესტიციების საჭიროება 7 ტრილიონ დოლარად შეაფასა

ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფ ზრდას შესაძლოა დაახლოებით 7 ტრილიონი დოლარის დაფინანსება დასჭირდეს, განაცხადა ამერიკული საინვესტიციო კომპანია Brookfield Asset Management-ის ფინანსურმა დირექტორმა, ჰედლი პირ მარშალმა იმის დაკონკრეტების გარეშე, თუ რა პერიოდს მოიცავს ასეთი შეფასება.
ამის შესახებ მან Bloomberg-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ქალები, ფული და ძალაუფლება“ (Women, Money & Power) განაცხადა.
Brookfield–მა ადრე აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთში მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებდა და გამოაცხადა შვედეთში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის მშენებლობაში 95 მილიარდ შვედურ კრონამდე ინვესტიციის გეგმები, რასაც 10-15 წელი დასჭირდება.
ვრცლად interfax – ზე
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.